აგრარული უნივერსიტეტის პოლიმერების ჯგუფმა Hahn-Schickard Institute-თან ერთად დაიწყო ახალი პროექტი
04 აგვისტო 2021
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოლიმერების ჯგუფმა Hahn-Schickard Institute-თან (ფრაიბურგი, გერმანია) ერთად დაიწყო ახალი პროექტი Fluorfreie-MEA, რომელიც ორიენტირებულია ელექტროლიზერებისათვის ახალი პროტონგამტარი მემბრანების განვითარებაზე. სამემბრანე მასალებად გამოიყენება სულფირებული პოლისუფლონები, რომელთა სინთეზშიც, საქართველო აგრარული უნივერსიტეტის პოლიმერების ჯგუფს უდიდესი გამოცდილება გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი არის დიდი პროექტის - H2Giga-ს ნაწილი, რომლის ბიუჯეტიც ასობოთ მილიონი ევროა და წარმოადგენს გერმანიის სტრატეგიულ პროექტს. ვინაიდან აღნიშნულ პროექტში უცხოურ ჯგუფებს მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჯგუფისათვის გამოინახა სპეციალური ფორმა, რათა მომხდარიყო პროექტში ჩართვა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროექტში მოხდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა, ამ ეტაპზე აღნიშნულ კვლევებში აქტიურადაა ჩართული მაგისტრატურის კურსდამთავრებული ნოდარ დუმბაძე, რომლის მიერ სინთეზირებული სულფირებული პოლიფენილენსულფონების შემდგომი შესწავლა უკვე ხდება გერმანელი პარტნიორების მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნოდარ დუმბაძე აპირებს დოქტორანტურის გაგრძელებას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, პროფესორი გიორგი ტიტვინიძე, როგორც დარგის ექსპერტი გახდა Hahn-Schickard Institute-ის მიწვეული მეცნიერი და კონსულტანტი.
მსგავსი სიახლეები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026
ქართული საგაზაფხულო კერძების საქველმოქმედო მასტერკლასი
29 მაისი 2026