ალექსანდრე კობეშავიძემ საერთაშორისო კონკურსში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა
18 მაისი 2021
აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა, ალექსანდრე კობეშავიძემ “Brics Stay Connected Students Challenge”-ის საერთაშორისო კონკურსში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა.
ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო კომპანია “Bricsys”-ის ორგანიზებით. კონკურსის თემატიკა იყო პანდემიის პირობებში ურთიერთობების ხელშეწყობა, კერძოდ კონტაქტის შენარჩუნება ეპიდვითარების წესების დაცვით („Stay Connected Without Touch”). კონკურსის მიზანი იყო ორიგინალური და ინოვაციური პროექტის შეთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებდა მოცემულ პირობებს, იქნებოდა შესრულებული 3D გრაფიკაში და ექნებოდა თანდართული დოკუმენტი პროდუქტის დამზადების დეტალების შესახებ.
ალექსანდრეს იდეა იყო ე.წ. „Board Games Table Pandemic Edition“ (სამაგიდო თამაშების მაგიდა, პანდემიის გამოშვება). კონკრეტულად, პროექტი შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს განიტვირთონ თავიანთი საყვარელი აქტივობებით ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, ამავდროულად კი დაცულები იყვნენ ვირუსის გავრცელებისაგან.
აღნიშნულმა პროექტმა კონკურსის ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ალექსანდრე მეორე საპრიზო ადგილით დაჯილდოვდა. ჯილდო გახლავთ “SpaceMouse Pro from 3DConnexion(worth 350 euro)” - 3D გრაფიკაში სამუშაო პროფესიონალური კომპიუტერის პერიფერიალი.
ალექსანდრე ასევე შერჩეულია სტაჟიორად იულიხის კვლევით ცენტრში და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება გერმანიაში.
პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
მსგავსი სიახლეები
29 მაისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო გაკვეთილი
24 მაისი 2026
ზუკა შონია პარიზში: ქართული მენიუ Yard Paris-ში
20 მაისი 2026
მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტები
16 მაისი 2026
ქართული სამზარეულოს კურსი
15 მაისი 2026