დალი ეფრემიძე პირველი ტიპის დიაბეტის კვლევითი პროექტის ჯგუფის წევრი გახდა
30 მაისი 2024
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულმა დალი ეფრემიძემ სწავლა გააგრძელა შვედეთში, Uppsala University-ის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში PhD-ის ოთხწლიან პროგრამაზე. ამავე დროს, იგი პირველი ტიპის დიაბეტის კვლევითი პროექტის ჯგუფის წევრი გახდა.
დალის საკვლევი თემაა "ნეიროპეპტიდების როლი ნეირო-იმუნური კავშირების დამყარებაში პირველი ტიპის დიაბეტის განვითარების დროს,” რაც მოიცავს პანკრეასში მიმდინარე ნეირო-იმუნური კავშირების შესწავლას. პროექტში კომბინირებულია მოლეკულური, სტრუქტურული და ფიზიოლოგიური ბიოლოგიის კვლევითი მეთოდები.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლა და კვლევით პროექტში მონაწილეობა დალისთვის გამოცდილების გაღრმავების კარგი საშუალებაა, რადგან მასთან ერთად, კვლევით პროექტში ჩართულნი არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026