ჰერმაფროდიტი ფისო სისი
08 დეკემბერი 2025
გაიცანით ჰერმაფროდიტი ფისო სისი.
შინშილას ჯიშის 1 წლისა და 7 თვის ფისოს სისის აქამდე გოგოდ იცნობდნენ. მას შარდვის პრობლემები გამოუვლინდა და ამიტომ მოიყვანეს ვეტერინარიუმში.
სისი მიიღო ვეტერინარიუმის თერაპევტმა და ექოსკოპისტმა ნუცა ბესაშვილმა. სწორედ ნუცამ აღმოაჩინა ის, რაც კატებში უკიდურესად იშვიათია: სისის აქვს სქესობრივი განვითარების დარღვევა (DSD).
ცხოველს განვითარებული აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სასქესო სისტემის სტრუქტურები, რაც არის განვითარების გენეტიკური ანომალია. სხვადასხვა ვეტერინარული წყაროს მიხედვით, მისი გავრცელების შეფასება შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონში მხოლოდ ერთი შემთხვევა.
გარდა ამისა, სისის დაუდგინდა საშარდე გზების ინფექცია, რის გამოც უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ასევე, დაგეგმილია სისხლის ანალიზები, გულის ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდგომ სტერილიზაცია, რათა მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად შემცირდეს.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
13 ივლისი 2026