ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
09 ივლისი 2022
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ (ESM) კერძო სექტორთან პარტნიორობით დაიწყო ახალი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ატარებს შრომის ბაზრის კვლევას კერძო სექტორში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
შრომის ბაზრის კვლევა მოიცავს 3 ძირითად ეტაპს:
- თვისებრივი კვლევა, რომელიც გულისხმობს ფოკუს-ჯგუფების ჩატარებას კვების ობიექტების წარმომადგენლებთან. ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კვების ობიექტის ოპერაციების მართვაზე პასუხისმგებელი პირები, ადამიანური რესურსების მენეჯერები, შეფ-მზარეულები, დირექტორები, დამფუძნებლები.
- რაოდენობრივი კვლევა, რომელიც გულისხმობს ტურიზმსა და კვების მომსახურების სფეროში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს.
- მსგავსი პროგრამების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლას.
კერძო სექტორთან ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი კახა ბენდუქიძის კამპუსზე და მასში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი კომპანიების წარმომადგენლებმა: McDonald's Georgia, Strada და ოროს რესტორნების ჯგუფი, Adjara Group, GMT Group, M Group, რესტორანი ვერიკო, რესტორანი ჰაერზე, კოქტეილ-ბარი ქიქოძე, ვაკის ბისტრო, ნინიას ბაღი, QooQy Bakery, Boncafe, Coffeesta, KERA Fish Restaurant.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისათვის.
McDonald’s Georgia, Strada და ორო რესტორნების ჯგუფი და The Georgian National Committee of the International Chamber of Commerce წარმოადგენენ აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორებს პროექტის ფარგლებში.
The Culinary Academy of the Agricultural University of Georgia and the Business School (ESM) of the Free University of Tbilisi in partnership with the private sector started developing a new vocational program – Culinary and Restaurant Management.
The implementation of the project was made possible as a result of the assistance provided by the United States Agency for International Development – USAID, namely within the framework of The USAID-Industry-Led Skills Development Program.
Within the scope of the project, the Agricultural University of Georgia with the Free University of Tbilisi is conducting labor market research in order to identify the needs existing in the private sector.
The labor market research consists of three main stages:
• Qualitative research entails focus groups with representatives of food service providers. Focus group participants include persons responsible for managing the operations of various catering facilities, human resource managers, chefs, CEOs, and business owners.
• Quantitative research entails data analysis of statistical indicators in the field of tourism and food services.
• Desk research entails studying international best practices of similar programs.
The focus groups with the private sector were conducted on Kakha Bendukidze Campus. The participants of the focus groups included representatives of McDonald's Georgia, Strada and Oro Restaurant Group, Adjara Group, GMT Group, M Group, Restaurant Veriko, Restaurant Haerze, Coffee and Cocktail bar Kikodze, Vake Bistro, Ninia’s Garden Tbilisi, QooQy Bakery, Boncafe, Coffeesta, KERA Fish Restaurant.
We would like to thank them for valuable participation and sharing their opinions.
Within the framework of the project, McDonald’s Georgia, Strada and Oro Restaurant Group and the Georgian National Committee of the International Chamber of Commerce are private sector partners of the Agricultural University of Georgia and the Free University of Tbilisi.
მსგავსი სიახლეები
11 ნოემბერი 2024
კამპუსში 2024-2025 სასწავლო წლის მეორე გაცნობით პროგრამა ჩატარდა
02 ნოემბერი 2024
2024-25 სასწავლო წლის პირველი გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
01 აგვისტო 2024
ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი
30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში
17 ივლისი 2024