აგრარულ უნივერსიტეტსა და „აგროსფეროს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
30 მარტი 2022
აგრარულ უნივერსიტეტსა და კომპანია „აგროსფეროს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმი ითვალისწინებს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურისა და სანჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების განვითარებას პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით. ასევე “აგროსფერო” საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებს გადასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას, კომპანიასთან გასაუბრების საფუძველზე.
ასევე კომპანია სემესტრულად მიიღებს 10 სტუდენტს, რომლებიც გაივლიან სამუშაო პრაქტიკას.
სტიპენდია გადაეცემა საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს:
2021-2022 სასწავლო წელს, აგრონომიის პროგრამის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის 2 სტუდენტსა და მაგისტრატურის პროგრამის მეორე კურსის 1 სტუდენტს 6 თვის განმავლობაში;
2022-2023 სასწავლო წელს, მეღვინეობა-მევენახეობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის 1 სტუდნეტსა, საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მექანიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტს და მეოთხე კურსის სტუდენტს
მემორანდუმს ხელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ედიბერიძემ და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ მოაწერეს.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026