ნათია გელიაშვილი სწავლას აგრძელებს Friedrich-Schiller-Universität Jena-ში
14 სექტემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულმა ნათია გელიაშვილმა სადოქტორო პროგრამაზე სწავლა გააგრძელა Friedrich-Schiller-Universität Jena-ში ვირუსული ეკოლოგიის და ომიქსების ჯგუფში. მისი სადოქტორო ნაშრომის თემაა "ინდივიდუალური ბაქტერიოფაგების ევოლუციის შესწავლა სხვადასხვა მიკრობულ ეკოსისტემებში".
ნათიამ სამაგისტრო ნაშრომი შეასრულა ნორვეგიაში, ბერგენის უნივერსიტეტში, მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე, ექსტრემოფილების ჯგუფში. მისი სამაგისტრო თემა იყო "საქართველოს თერმული წყლებიდან ბიოტექნოლოგიური პოტენციალის მქონე თერმოფილური მიკროორგანიზმების გამოყოფა და დახასიათება".
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას კი ნათიამ ბერგენის უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამით ისარგებლა და ერთი სემესტრის განმავლობაში მოლეკულური ბიოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026