ნინეა ანასოვი სამაგისტრო ნაშრომს გერმანიაში შეასრულებს
13 თებერვალი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი ნინეა ანასოვი ამჟამად 6 თვით იმყოფება იულიხის კვლევითი ცენტრის (გერმანია) ნეურომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში (Institute of Neurosciences and Medicine, Medical Imaging Physics - INM 4) სამაგისტრო ნაშრომის შესასრულებლად.
კვლევის თემაა მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) და პოზიტრონ-ემისიური (PET) კომბინირებული ტომოგრაფიის მონაცემთა ანალიზი და ციფრული დამუშავება პროგრამირების საფუძველზე.
ვიზიტი ფინანსდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ.
მანამდე ნინეა იმყოფებოდა 1 თვით 2022 წლის ივნისში სტაჟირებაზე იულიხის კვლევითი ცენტრის INM-5 ინსტიტუტში (Nuclear Chemistry) და ჩაერთო იზოტოპებში მიმდინარე რეაქციების ექსპერიმენტალური მონცემებისა და ბირთვული მოდელებით გამოთვლების შედარების საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები

26 სექტემბერი 2023
ალექსანდრე კობეშავიძე Technical University of Braunschweig-ში აგრძელებს სწავლას

07 ივლისი 2023
დავით ტოგონიძემ წარმატებით გაიარა University of Toronto-ს სამაგისტრო პროგრამა

06 ივლისი 2023
26-30 ივნისს თბილისში GGSB Lectures - გერმანელი პროფესორების ლექციები ჩატარდა

26 ივნისი 2023
მარიამ პაპავა და ქეთევან ლომჯარია სტაჟირებაზე გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრში იმყოფებიან

10 მაისი 2023