პროექტი - ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში
08 დეკემბერი 2022
ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი Brandys Nad Labem არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ახორციელებს პროექტს: „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მთის ტყის ეკოსისტემების შენარჩუნებას და ბუნებრივ განვითარებას.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, კერძოდ კი არაგვის დაცული ლანდშაფტის ტყის აღრიცხვის სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამისა და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი პროექტს პარტნიორობას უწევს ისეთი საკითხების დამუშავებაში, როგორიცაა დაცული ტერიტორიიდან აღებული ნიადაგების ქიმიური ანალიზის განხორციელება და აღრიცხვის სამუშაოების ფარგლებში მიღებული ხის ნაბურღებით ხნოვანების დადგენა.
ასევე, სტუდენტებისა და ლექტორებისათვის განხორციელდა გეო-საინფორმაციო სისტემების სემინარი თემაზე „დისტანციური ზონდირების გამოყენება სატყეო სექტორში“. აღნიშნული სამუშოები გაგრძელდება 2023 წელსაც.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026