პროფესორი პეტრ ჰოლჟაუზერის საჯარო ლექცია ჩატარდა კამპუსში
03 ივლისი 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „From Fluorspar to Nobel Prize“, რომელიც წაიკითხა პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ქიმიის სწავლების კათედრის გამგემ და ასოცირებულმა პროფესორმა პეტრ ჰოლჟაუზერიმ.
კვანტური წერტილები არის ნანონაწილაკები, რომლებიც ავლენენ უნიკალურ ოპტიკურ და ელექტრონულ თვისებებს მათი მცირე ზომისა და კვანტური მექანიკური ეფექტების გამო. ეს ნახევარგამტარული ნაწილაკები, როგორც წესი, რამდენიმე ნანომეტრის ზომისაა - ადამიანის თმის ზომის დაახლოებით 1/10000. ულტრაიისფერი შუქით განათებისას, კვანტურ წერტილში მყოფი ელექტრონი შეიძლება აღიგზნოს და გადავიდეს უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ხოლო უკან დაბრუნების დროს გამოათავისუფლოს განსხვავებული რაოდენობის ენერგიას სინათლის სახით, რაც იწვევს ფოტოლუმინესცენციას. ამ გამოსხივებული სინათლის ფერი დამოკიდებულია გამტარობის ზოლსა და ვალენტურ ზოლს შორის ენერგიის განსხვავებაზე, რაც კვანტურ წერტილებს გამოსადეგს ხდის სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისათვის.
კვანტურმა წერტილებმა იპოვეს გამოყენება თანამედროვე კომპიუტერებში, ტელევიზორებში, LED განათებებსა და ბიომედიცინაშიც კი. ამ მიგნებისათვის 2023 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ერთობლივად მიენიჭათ მუნგი ბავენდის, ლუი ბრუსს და ალექსეი ეკიმოვს.
ასევე, ლექცია მოიცავდა საინტერესო სადემონსტრაციო ექსპერიმენტების ჩვენებას.
მსგავსი სიახლეები
01 აგვისტო 2024
ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი
30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში
17 ივლისი 2024
ვეტერინარიუმს წავი ესტუმრა
15 ივლისი 2024
ნათია რობაქიძე გაივლის საერთაშორისო პროგრამას გულის ექოსკოპიაში
08 ივლისი 2024