შოთა რუსთაველის ფონდის კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის საგამომცემლო პროექტმა გაიმარჯვა
20 ნოემბერი 2022
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა საგამომცემლო პროექტმა - „საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომასაში დეპონირებული ნახშირბადის მარაგები“ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ 2009-2020 წლებში საქართველოს ტყეებში ჩატარებული კვლევის შედეგები ძირითად ტყისშემქმნელ სახეობებში (წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი მურყანი, არყი, ნაძვი სოჭი და ფიჭვი) ბიომასისა და ნახშირბადის მარაგების შეფასების შესახებ. კვლევები შესრულდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ბაზაზე.
მონოგრაფიის ავტორები არიან: გიორგი ვაჩნაძე, ზვიად ტიგინაშვილი, გიული წერეთელი და ბესარიონ აფციაური. ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია გიორგი ქავთარაძე.
პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი. წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026