სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის მეორე ნაკადი
30 აპრილი 2026
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის მეორე ნაკადმა წარმატებით დაასრულა სწავლა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 21 მარტს გაიმართა.
პროგრამა შემუშავდა კერძო სექტორთან პარტნიორობით და მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი ცოდნის მქონე კვალიფიციური კადრების მომზადებას.
კურსდამთავრებულებმა შეიძინეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად შექმნან, დანერგონ, მართონ და განავითარონ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები სურსათის წარმოების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ბიზნესოპერატორისთვის.
კურსდამთავრებულებმა წარმატებით გაიარეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის: სურსათის მიკრობიოლოგია და ქიმია, სურსათის საფრთხეები, პრერეკვიზიტული პროგრამები (GHP, GMP, GDP), HACCP სისტემა და სხვა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:
- ვატო ლეჟავამ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა
- ჟუჟა ხაჭაპურიძემ, სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026