სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
27 ივნისი 2026
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თანამედროვე ინფრასტრუქტურულ სივრცეში თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარები განივითაროს.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ეფუძნება ქმედებაზე დაფუძნებულ სწავლებას (learning-by-doing), რაც გულისხმობს რომ ლაბორატორიული მეცადინეობებისას თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო სივრცე აქვს და დავალებების დიდ ნაწილს საკუთარი ხელით ასრულებს ლექტორის მითითებების გათვალისწინებით.
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია სურსათის მიკრობიოლოგია, რომლის ფარგლებშიც დიდი დრო ეთმობა ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რათა სტუდენტები პრაქტიკულად დაეუფლონ სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს. კერძოდ:
- ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიის სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრას
- სასარგებლო მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებას
- პირადი ჰიგიენის მიკრობიოლოგიურ შეფასებას
- მიკროორგანიზმების მორფოლოგიური შესწავლის მეთოდებს.
მიღებული კომპეტენციები აუცილებელია სურსათის მიკრობიოლოგიური ხარისხისა და უვნებლობის შეფასების, პოტენციური მიკრობიოლოგიური დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირების, ჰიგიენური მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისა და ლაბორატორიული შედეგების ინტერპრეტაციისთვის.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026