თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა განათლების მხარდამჭერი კომპანიები დააჯილდოვეს
12 დეკემბერი 2023
აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა მადლიერების ნიშნად განათლების მხარდამჭერი კომპანიები დააჯილდოვეს 30 ნოემბერს გამართულ დასაქმების ფორუმზე.
მიმდინარე წელს, სტუდენტების აკადემიური წარმატების მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ “საქართველო ბანკი”, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია “AzRy”, საერთაშორისო IT კომპანია “Lineate”, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ნიკორა”, აგრომიმართულების კომპანია “აგროსფერო” და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური კომპანია “Lab Technologies”.
კომპანიებმა სხვადასხვა მოცულობისა და ფორმატის ფინანსური წახალისების მექანიზმებით ჯამში 20-ზე მეტი სტუდენტს დაუფინანსეს სწავლა უნივერსიტეტების სხვადასხვა პროგრამაზე.
დასაქმების ფორუმი კამპუსში ყოველ სემესტრულად იმართება, რაც მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
მსგავსი სიახლეები
06 მარტი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა გაიმართა
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026