თემურ ქანთარიას სამეცნიერო სტატია ჟუნრალში „Journal of Nanotechnology"
26 ოქტომბერი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, ქიმიის დოქტორის თემურ ქანთარიას კვლევითი სტატია დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟუნრალში „Journal of Nanotechnology“ (IF=4.2).
სტატიაში წარმოდგენილია თემურ ქანთარიას მიმდინარე კვლევითი პროექტის „ფსევდოპროტეინების საფუძველზე მიღებული ნანონაწილაკები წამლის თვალში მიწოდებისათვის: წამლით დატვირთვის ეფექტურობისა და წამლის გამოთავისუფლების შესწავლა“ ძირითადი შედეგები.
აღნიშნული სტატია სახელწოდებით „Dexamethasone loaded pseudo-protein nanoparticles for ocular drug delivery: Evaluation of drug encapsulation efficiency and drug release“ ეხება ბიოდეგრადირებადი წამლის მიმწოდებელი სისტემების - ფსევდოპროტეინული ნანონაწილაკების შემუშავებას ოფთალმოლოგიური პრეპარატების თვალში შესაყვანად.
კვლევები განხორციელებულია გერმანელ კოლეგებთან (მიუნსტერის უნივერსიტეტიდან) მჭიდრო თანამშრომლობით და დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ.
სტატიის თანაავტორები არიან: თემურ ქანთარია, თენგიზ ქანთარია, პიტერ ჰაიდუშკა (Peter Heiduschka), ნიკოლ ეთირ (Nicole Eter), დავით ტუღუში, რამაზ ქაცარავა.
სტატია იხილეთ შემდეგ ლინკზე.
მსგავსი სიახლეები
10 ნოემბერი 2026
2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა
06 ნოემბერი 2026
მარიამ ხალხელაურს კომპანია ლაქტალისმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა
05 ნოემბერი 2026
Welcome Party
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026