წიგნის - "მონაცემთა ანალიზი”- პრეზენტაცია
11 მაისი 2022
28 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა წიგნის - "მონაცემთა ანალიზი”- პრეზენტაცია.
წიგნი გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის მხარდაჭერით.
წიგნის ავტორია აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მაჭარაშვილი, ხოლო პროექტის კოორდინატორი - აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ზაზა მეტრეველი.
წიგნი განკუთვნილია პირველ რიგში სტუდენტებისთვის და იმ მეცნიერთა წრისათვის, რომლებიც მუშაობენ ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის სფეროში.
წიგნი მოიცავს შემდეგ თემებს:
ალბათობის განსაზღვრება, განაწილების ფუნქციების მახასიათებლები, შემთხვევითი ცვლადების გარდაქმნა, დისკრეტული და უწყვეტი განაწილების მაგალითები;
სტატისტიკური ანალიზის მეთოდები, ჰიპოთეზის ტესტები და პარამეტრების შეფასების მეთოდები, ჰისტოგრამის ანალიზის მეთოდები, ბუთსტრაპ მეთოდი და სხვა, ნაკლებად გავრცელებული მეთოდები;
ცდომილებების ანალიზი, ცდომილებების შეფასების არასტანდარტული მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სისტემატური ცდომილებების შეფასების მეთოდებს, ფიზიკური ექსპერიმენტების, დანადგარების, გაზომვების განუზღვრელობების და მათი წყაროების მიმოხილვას;
დროითი მწკრივების ანალიზი, სტაციონარული და არასტაციონარული დროითი მწკრივების მოდელები, მათი სპექტრალური, ორთოგონალური, ვეივლეტ წარმოდგენები და წრფივი ფილტრაციის მეთოდი სტაციონარული მწკრივებისთვის;
მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები: პრინციპულ კომპონენტთა ანალიზი, ფაქტორების ანალიზი, ნეირონული ქსელები, გადაწყვეტილებების განშტოება, ბირთვის მეთოდი, გენეტიკური ალგორითმი, კალმანის ფილტრი, მულტივარიაციული დროითი მწკრივების ანალიზი, ბრმა ანალიზი;
მონტე კარლოს მეთოდი, მოდელის კონცეფცია და დეტერმინისტული და ფიზიკური პროცესების სიმულაცია, მარკოვის ჯაჭვი, შემთხვევითი რიცხვების გენერატორების ალგორითმები და რიცხვითი ინტეგრების მეთოდები.
მსგავსი სიახლეები
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
29 ოქტომბერი 2026
დარიჩინის ფუნთუშების სამოყვარულო კურსი
23 ოქტომბერი 2026
სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში
25 სექტემბერი 2026