საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი, რომელსაც:

  • ექნება საფუძვლიანი თეორიული ცოდნა ელექტრონული ინჟინერიის მონათესავე სპეციალიზაციებში: ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, კომპიუტერული ინჟინერია, გამოთვლითი მეცნიერებები, ელექტრომექანიკა, ელექტროტექნიკა და სამრეწველო ელექტრონიკა.
  • ექნება ელექტრონული ინჟინერიის დარგში მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსდამთავრებული შეიძენს საინჟინრო დისციპლინებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რათა წარმართოს მრავალმხრივი, კომპლექსური საქმიანობა ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში.

პროგრამა წარმოადგენს ელექტრო-ტექნიკურ და კომპიუტერულ სფეროში ღრმა განათლებაზე დაფუძნებულ და ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული მონათესავე სპეციალიზაციების ერთობლიობას, როგორიცაა: ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, კომპიუტერული ინჟინერია, გამოთვლითი მეცნიერებები, ელექტრომექანიკა, ელექტროტექნიკა და სამრეწველო ელექტრონიკა.

ელექტრონული ინჟინერიის ძირითადი განათლების საფუძველი იძლევა საშუალებას სტუდენტმა აირჩიოს შემდეგი ორი კონცენტრაციიდან ერთ-ერთი:

  • ავტომატიზებული მართვის სისტემები
  • კომპიუტერული ინჟინერია

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების (240 კრედიტი) დაახლოებით ნახევარი ემსახურება პროფესიული პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროგრამა დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

დასაქმების სფეროები

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა ყველგან, სადაც არის ელექტრული მოწყობილობების შემუშავების, დაპროექტების, კონსტრუირების, ოპერირების და მათი პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროება - კომპანიებში, რომელნიც აღჭურვილნი არიან მართვის ავტომატიზირებული სისტემებით, აგრეთვე შესაბამისი საპროექტო და ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულებები:

  • ენერგეტიკაში (მართვა და მონიტორინგი)
  • მშენებლობაში (შენობების ენერგომომარაგების და კლიმატის კონტროლის დაპროექტება და ექსპლუატაცია, “ჭკვიანი სახლების” დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლუატაცია)
  • ტრანსპორტის სერვისი და მონიტორინგი (ავტომობილების ნაკადების მართვის და მონიტორინგის სისტემების დიაგნოსტიკა და დიაგნოსტიკური აპარატურის რეგულირება და ტესტირება)
  • ჯანდაცვაში (საავადმყოფოების უწყვეტი ენერგომომარაგება, კლიმატის კონტროლი, აპარატურის ექსპლუატაცია, ფარმაცევტული წარმოების დაპროექტება და ექსპლუატაცია)
  • სასურსათო პროდუქტების წარმოების ინდუსტრიაში (წარმოების და ხარისხის კონტროლის ავტომატიზაცია)
  • წყალმომარაგების და გაზმომარაგების კომპანიები (ხარჯის, პარამეტრების და ხარისხის მონიტორინგის სისტემების დაპროექტება, მონტაჟი და კონტროლი)

კურიკულუმი

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც ქვემოთ მოყვანილ მოდულებში შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად  საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • ინჟინერიის საბაზო განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: კალკულუსი, დიფერენციალური განტოლებები, ალბათობა და სტატისტიკა, ფიზიკის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ინჟინერიის საფუძვლები.
  • ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ კურსებს, მაგალითად, როგორიცაა: საინჟინრო გრაფიკა, მართვის სისტემები და მოდელირება, საინჟინრო გაზომვები და სენსორები, ელექტრული წრედები, ანალოგიური და ციფრული წრედები, სიგნალების დამუშავება, ციფრული მართვა, მიკროპროცესორები, საკურსო პროექტები და სხვა.
  • კონცენტრაცია - მოდული მოიცავს ავტომატიზებული მართვის სისტემების ან კომპიუტერული ინჟინერიის კონცენტრაციის საგნებს. კონცენტრაციების მიხედვით საგნები განსხვავებულია.
  • პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2024

კოდი:

0050105 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 70

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 5
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 60 60%
ან ფიზიკა 3 10 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

60

მინიმალური ზღვარი

60%
ან ფიზიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
  • მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
  • ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე. 

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

დეკანი

Ზაზა Მეტრეველი

ზაზა მეტრეველი

პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი

z.metreveli@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Აკაკი Ფაღავა

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

a.pagava@agruni.edu.ge
Მამუკა Ბენაშვილი

მამუკა ბენაშვილი

ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.benashvili@agruni.edu.ge
Დაჩი Ჯუგაშვილი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი

d.jugashvili@agruni.edu.ge