აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის აღწერა

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური აგრონომიის მაგისტრი, რომელსაც ექნება აგრონომიის დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა, ეცოდინება მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები, ნიადაგის პოტენციური/ბუნებრივი ნაყოფიერების ძირითადი თვისებები და მცენარის კვების ნორმების შედგენა,  რაც კურსდამთავრებულს მისცემს ახალი და ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას. მას შეეძლება კვლევების დამოუკიდებლად წარმართვა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. ასევე, შეეძლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.

პროგრამის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - აგრონომიის მაგისტრი. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და ინდივიდუალურად ატარებს ექსპერიმენტს/ცდას/ანალიზს. ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება სტუდენტთა მცირე ჯგუფებში, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

კურიკულუმი

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 120 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში:

  • ზოგადი მოდული - მოდული მოიცავს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის საჭირო საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი და სხვა.
  • სპეციალობის განათლება- მოდული მოიცავს აგრონომიის სპეციალობის შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები ნებისმიერი სხვა პროგრამის კურიკულუმიდან.

გარდა მოდულებისა, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას.

როგორ ჩავაბაროთ აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე 2025 წელს?

2025-2026 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 58 მაგისტრანტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს
  • სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) დონეზე

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე
  • გასაუბრება აგრარულ უნივერსიტეტში 1 სექტემბერს, სპეციალობების მიხედვით:
    11:00 — სასურსათო ტექნოლოგია, მცირე საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკის შენობა)
    14:00 — აგრონომია, მცირე საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკის შენობა)
    15:00 — სატყეო საქმე, მცირე საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკის შენობა)

    11 სექტემბერი

  • 13:00 — სპეციალობა „სასურსათო ტექნოლოგია“.

შერჩევის კრიტერიუმები

აგრონომიისა და სატყეო საქმის მიმართულებით ჩატარდება ზოგადი გასაუბრება.

სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით გასაუბრება შეეხება კვების ტექნოლოგიის ზოგად პროცესებს და აგრეთვე, ზოგადი ფიზიკის, ზოგადი ქიმიისა და მათემატიკის საკითხებს ბაკალავრიატის საწყისი კურსების დონეზე.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამაზე, 2025 წლის მიღების სწავლის საფასური არის წელიწადში 3350 ლარი.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს 6 პროგრამას:

  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამას
  • აგრონომიის სამაგისტრო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამას
  • აგრონომიის სადოქტორო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამას

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, მცენარეთა ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

გარდა ამისა, სკოლა სასწავლო მიზნებისათვის იყენებს კამპუსის დენდროლოგიურ პარკსა და მუზეუმს. კამპუსის მუზეუმი აერთიანებს სხვადასხვა დარგის კოლექციებს, მათ შორის, დენდროლოგიის, ენტომოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით.

კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, რათა სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ აგრონომიის პროგრამით გათვალისწინებული აგროპროექტი და დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან კამპუსის ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთში.

დეკანი

Თეო Ურუშაძე

თეო ურუშაძე

პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

t.urushadze@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ნატო Კობახიძე

ნატო კობახიძე

პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

n.kobakhidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Დიანა Ხომასურიძე

დიანა ხომასურიძე

ასოცირებული პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კოორდინატორი; ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

d.khomasuridze@agruni.edu.ge