სტუდენტური აგროპროექტის პრეზენტაცია
15 სექტემბერი 2023
სტუდენტური აგროპროექტის პრეზენტაცია გაიმართა აგრარულ უნივერსიტეტში. აგრონომიის პროგრამის სტუდენტებმა მათ მიერ დამოუკიდებლად მოყვანილი სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა წარადგინეს. აგროპროექტის ფარგლებში კახა ბენდუქიძის კამპუსში სადემონსტრაციო ნაკვეთში სტუდნეტებმა მოიყვანეს: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო და კარტოფილი.
პრეზენტაციაზე სტუდენტების ათმა გუნდმა ისაუბრა მათ მიერ მოყვანილი პროდუქტის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, შესაბამის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაზე, რისკ-ფაქტორებზე, მიღებულ შედეგებსა და გამოცდილებაზე.
სტუდენტური აგროპროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები, ლექტორები, აგროსექტორის 40-ზე მეტი კომპანია. აგროპროექტის მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადაეცათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს: აგროსფერო, აგროფორსი, მარნეული აგრო.
აგროპროექტის არის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის ახალი საგანი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები სადემონსტრაციო ნაკვეთში.
საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება პქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოსავალს მოიყვანენ ყველა აგრო-წესების დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.
სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართული, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტებმა თავად აირჩიეს სასურველი კულტურები და გადანაწილდნენ სადემონსტრაციო ნაკვეთში.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026