აგროფორუმი 2025
14 ოქტომბერი 2025
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგროფორუმი 2025 ჩატარდა.
აგროფორუმზე წარმოდგენილი იყო აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის საგნის „აგროპროექტის“ ფარგლებში სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად მოყვანილი ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები. “აგროპროექტის” საგნის დასაწყისში სტუდენტებმა თავად აირჩიეს სასურველი კულტურები: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო, კომბოსტო და გადანაწილდნენ შესაბამის ნაკვეთებში.
“აგროპროექტის” საგნის პრაქტიკული ნაწილისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსში საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება ქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. “აგროპროექტის” ფარგლებში სტუდენტებს მოჰყავთ მოსავალი ყველა აგრო-წესების დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას. სტუდენტები „აგროპროექტის“ მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართული, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
აგროფორუმი 2025-ის მხარდამჭერები არიან: აგროსფერო, რაიკ ცვაანი, მარნეული აგრო, კომპანია აგრონომი, ტერაბანკი, აგრიკო, აგრონოვა, ბიოპლანტი.
ტერაბანკი აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის 2 სტუდენტს, რომლებსაც „აგროპროექტის“ საგნის ფარგლებში საუკეთესო აკადემიური მოსწრება ექნებათ, გადასცემს 1000 ლარიან სტიპენდიას. სტამბა სფეისფარმსი საუკეთესო შეფასების მქონე ორ სტუდენტს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას. კომპანია კარტლისი აგროპროექტში მონაწილე სამ სტუდენტს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას. FAO in Georgia აგროპროექტის მონაწილე ოთხ სტუდენტს სთავაზობს ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის გავლასა და სხვადასხვა აგრო აქტივობაში მონაწილეობას.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აგროკომპანიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.
აგროფორუმზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, თეო ურუშაძემ, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და პარტნიორ კომპანიებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
#Students #AgrUni #BendukidzeCampus
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
            მსგავსი სიახლეები
 
                                24 სექტემბერი 2025
ანი უგრელიძე სწავლას აგრძელებს ორწლიან ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
 
                                15 სექტემბერი 2025
„აგროპროექტის“ საგნის ფარგლებში სტუდენტების მიერ შესრულებული სამუშაოები
 
                                20 აგვისტო 2025
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები
 
                                29 მარტი 2024
ლავუაზიეს წრე 2024 ჩატარდა
 
                                15 სექტემბერი 2023
 
             
                 
            
                                                        