„აგროპროექტის“ საგნის ფარგლებში სტუდენტების მიერ შესრულებული სამუშაოები
15 სექტემბერი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის საგნის „აგროპროექტის“ ფარგლებში სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად მოჰყავთ სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა.
ამისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსში საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება პქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოსავალს მოიყვანენ ყველა აგრო-წესების დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.
სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართული, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტებმა თავად აირჩიეს სასურველი კულტურები და გადანაწილდნენ ნაკვეთში, მაგალითად: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო და კომბოსტო.
პროექტის მხარდამჭერია აგროსფერო, რაიკ ცვაანი, შპს მარნეული აგრო, კომპანია აგრონომი, ტერაბანკი, აგრიკო, აგრონოვა, შპს ბიოპლანტი.





მსგავსი სიახლეები

20 აგვისტო 2025
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები

29 მარტი 2024
ლავუაზიეს წრე 2024 ჩატარდა

15 სექტემბერი 2023
სტუდენტური აგროპროექტის პრეზენტაცია

13 სექტემბერი 2023
ნინი მაჭარაშვილი სწავლას აგრძელებს University of Palermo-ში

15 ივნისი 2022