კულინარიის აკადემია 10 წლის გახდა და პირველად ჩატარდა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
20 თებერვალი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია 10 წლის გახდა და პირველად ჩატარდა გრედუეიშენი (სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია).
სტუდენტებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ კულინარიის აკადემიის დამთავრებას, რომლებმაც გაიარეს ძალიან მაღალი კონკურსის მქონე შესარჩევი ეტაპები (10 განაცხადი 1 ადგილზე) და მზარეულისა და კონდიტერის განახლებულ რთულ პროგრამებზე ისწავლეს.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს:
- ანასტასია ბენდუქიძემ, ცოდნის ფონდის დირექტორმა
- ვატო ლეჟავამ, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა
- ნათია სამუშიამ, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორმა
- ანი ფხალაძემ, კულინარიის აკადემიის მენეჯერმა
- ირინა ქელეხსაშვილმა, კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ახლა უკვე ლექტორმა, რომელიც Veriko . ვერიკო სარესტორნო ჯგუფის ბრენდ-შეფია
- ნუცა ბაიაძემ, კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ახლა უკვე ლექტორმა, რომელიც მასტერშეფი • MasterChef Georgia-ს კულინარიული პროდუსერია
- კატერინა ჯანაშიამ, კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და სატაცური Satatsuri-ს დამფუძნებელმა
- ია ძაგანიამ, კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა, რომელმაც სწავლა გააგრძელა ერთ-ერთ საუკეთესო კულინარიულ სკოლაში საფრანგეთში (Le Cordon Bleu)
- სტუდენტების სახელით ახალმა კურსდამთავრებულმა ანუკი ვარდოსანიძემ, რომელიც Margot Old Tbilisi-ის მზარეულია.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალის სპონსორი გახლდათ BergHOFF - ბერგჰოფი, რომელიც აწარმოებს დახვეწილი დიზაინის სამზარეულო ინვენტარს და წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში.
მსგავსი სიახლეები
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
29 ოქტომბერი 2026
დარიჩინის ფუნთუშების სამოყვარულო კურსი
23 ოქტომბერი 2026
სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში
25 სექტემბერი 2026