ნინო გორგაძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

11 ივლისი 2024

აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინო გორგაძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის ერთობლივ, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.

ნინო ისწავლის სამაგისტრო პროგრამაზე European Master Degree in Plant Health in Sustainable Cropping Systems, რომლის ფარგლებშიც, პირველ წელს იგი ისწავლის იტალიაში, Università degli Studi di Padova, UNIPD-ში, ხოლო მეორე წელს კი გერმანიაში Georg-August-Universität Göttingen-ში. მან მოიპოვა სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება და ამავე დროს, ყოველთვიური სტიპენდია.

ამჟამად ნინო აქტიურადაა ჩართული აგრარული უნივერსიტეტის მიკოლოგიისა და მცენარეთა პათოლოგიის ლაბორატორიის მუშაობაშიც.

Ნინო Გორგაძე