ანა ლუკიანოვა გაივლის საერთაშორისო პროგრამას ექოსკოპიის მიმართულებით
12 ივლისი 2024
Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარი ანა ლუკიანოვა გაივლის ინტენსიური გადამზადების საერთაშორისო პროგრამას ექოსკოპიის მიმართულებით პორტუგალიაში, რომლის ხარჯებსაც დაფარავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
აგრარული უნივერსიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკის თანამშრომელთათვის საერთაშორისო განათლების მიღებაში ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოში ვეტერინარული სერვისების, განათლებისა და კვლევის განვითარებისათვის.
რაც შეეხება გადამზადების საერთაშორისო პროგრამას, ეს არის UniVets Global-ის პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული პროგრამა ექოსკოპიაში - Ultrasound Academy, რომელიც წარმოადგენს ექოსკოპიის სწავლის გამორჩეულ შესაძლებლობას ვეტერინარებისთვის, რადგან:
- თითოეულ მონაწილეს ეგზავნება თეორიული მასალები წინასწარ სამეცადინოდ;
- 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური, ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება (lerning by doing), სადაც მონაწილეები ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ექოსკოპიის სხვადასხვა აპარატთან მუშაობენ, აკეთებენ ექოსკოპიას და ვარჯიშობენ სურათის ინტერპრეტაციაში;
- სწავლება მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში (6 მონაწილე);
- მონაწილეებს ჰყავთ გამოცდილი ტუტორები, რომლებიც ეხმარებიან მათ სწავლის პროცესში.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ტარდება ლისაბონში 9-13 სექტემბრის პერიოდში. პროგრამის შესახებ ინფორმაცია.
მსგავსი სიახლეები
19 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026