ანა ქუმსიშვილი და მისი პაციენტი რიტა
25 სექტემბერი 2025
ვეტერინარიუმის თერაპიის განყოფილების უფროსი ანა ქუმსიშვილი და მისი პაციენტი რიტა.
ვეტერინარიუმის კლინიკურ ლაბორატორიაში რიტას ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი (მორფოლოგიით), სადაც ლაბორატორიის უფროსმა ეკა ღვალაძემ Babesia-ს პათოგენის არსებობა დაადგინა. ჩატარებულმა PCR კვლევამ კი დიაგნოზი საბოლოოდ დაადასტურა.
PCR კვლევა ვეტერინარიუმში ტარდება სამხრეთ კორეული კომპანია Bionote-ის მიერ წარმოებული Vcheck M10 ანალიზატორით, ეს არის რეალურ დროში მოქმედი PCR მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვისაა შექმნილი და საშუალებას იძლევა დაახლოებით 1.5 საათში მივიღოთ ზუსტი პასუხი.
რიტას დამატებით ჩაუტარდა SDMA ტესტი. რომელიც თირკმლის ფუნქციის შეფასების თანამედროვე ბიომარკერია. ბაბეზიოზის დროს თირკმლების დაზიანების რისკი მაღალია, ამიტომ SDMA ტესტირება ვეტერინარებს აძლევს საშუალებას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ შესაძლო ცვლილებები და სწორად დაგეგმონ მკურნალობის სქემა.
ანამ შეიმუშავა შესაბამისი მკურნალობის სქემა. რიტას მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და ველოდებით მის სრულ გამოჯანმრთელებას.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026