ქიმიის საბაკალავრო პროგრამა
17 მარტი 2023
ქიმიის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს (learning by doing) და შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩაატარონ ლაბორატორიული და პრაქტიკული ექსპერიმენტები. მესამე და მეოთხე კურსებზე ყველა სტუდენტი დამოუკიდებლად ირჩევს მისთვის საინტერესო მიმართულებას და ახორციელებს Junior და Senior კვლევით პროექტებს, სადაც ხელმძღვანელთან ერთად უშუალოდაა ჩართული მოქმედ აქტუალურ კვლევაში.
პროგრამაში ჩართული პერსონალის ნაწილი წამყვანი ქართული სასწავლო და კვლევითი დაწესებულებებიდან შეირჩა, მნიშვნელოვანი ნაწილი კი უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი სპეციალისტებისგან. პროფესორების უმეტესობა სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში.
პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება, კერძოდ, მიჩიგანის უნივერსიტეტის და ჰამბურგის უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამები. გაიმართა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. კვლევის შედეგების და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა - მაკა მურვანიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, ენტომოლოგიის, სატყეო და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტების თანამშრომლები და სტუდენტები.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026