სამუშაო შეხვედრა მზარეულისა და კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამების განახლების მიზნით
12 ივლისი 2023
8-9 ივლისს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს კულინარიის აკადემიის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით მზარეულისა და კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამების განახლების მიზნით.
შეხვედრა ჩატარდა “შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვის პროექტის“ (USAID) ფარგლებში, თელავში Holiday Inn-ში.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გადაიხედა საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის და კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამები და კერძო სექტორის საჭიროებებთან მათი მეტად ადაპტირება მოხდა, კერძოდ:
• შემუშავდა სურსათის ქიმიის ახალი საგანი
• შემუშავდა სურსათის მიკრობიოლოგიის ახალი საგანი
• შემუშავდა HACCP-ის სისტემის ახალი საგანი
• განახლდა ჰიგიენის ნორმების არსებული საგანი
ოთხივე საგანი ინტეგრირდა მზარეულისა და კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამებში.
შრომის ბაზრის საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით, რომელმაც მოიცვა 20-ზე მეტი კვების ობიექტი, მათ შორის, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: McDonald’s Georgia, Adjara Group, Radisson RED Tbilisi, რესტორანი ვერიკო, ნინიას ბაღი, ვაკის ბისტრო და ა.შ.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026