ბარბარე ქურციკიძე ESAVS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებულ ქირურგიულ პროგრამაში
17 აპრილი 2026
ბარბარე ქურციკიძე და ESAVS-ის ქირურგიული სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, პროფესორი ჟილ დუპრე.
ბარბარე ქურციკიძე იმყოფება ბუქარესტში, European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS)-ის რბილი ქსოვილების ქირურგიის საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ის პირველი ვეტერინარია საქართველოდან, რომელიც ESAVS-ის ქირურგიული პროგრამის ფარგლებში გადამზადებას გაივლის.
ბარბარე Veterinarium-ის თერაპევტი და სტომატოლოგია, თუმცა დიდი ხანია დაინტერესებულია რბილი ქსოვილების ქირურგიით. ის ხშირად ასისტირებდა ქირურგს, აკვირდებოდა ოპერაციებს და აქტიურად იძენდა პრაქტიკულ გამოცდილებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება მათი ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი აფინანსებს ბარბარეს გადამზადებას ESAVS-ის საერთაშორისო ქირურგიული პროგრამის ფარგლებში.
ESAVS-ის სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და კლინიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით, დაახლოებით 20 ქვეყანაში.
ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც გერმანიის ვეტერინართა ფედერალური პალატის (Bundestierärztekammer - BTK) ფარგლებში მოქმედებს. ეს აკრედიტაცია შეესაბამება ამერიკის ვეტერინარული უწყვეტი განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის ვეტერინარ ქირურგთა სამეფო კოლეჯიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს.
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია:
https://esavs.org/event/soft-tissue-surgery-1-april-2026/
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026