ბილატერალური საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რეზექციული ართროპლასტიკა
14 მარტი 2026
ინგლისურ კოკერ სპანიელ დობის, სავარაუდოდ, ინფექციის შედეგად დაუზიანდა ქვედა ყბის სახსარი. თავდაპირველად მას უჭირდა პირის მოძრაობა, მოგვიანებით კი საერთოდ ვეღარ აღებდა პირს.
დობის ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში Vet CT • ვეტ სითი. კვლევის შედეგად დადგინდა ორივე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი. ანკილოზი არის მდგომარეობა, როდესაც სახსარში მოძრაობა შეუძლებელი ხდება ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდის გამო.
პაციენტს ვეტერინარიუმში ჩაუტარდა ბილატერალური საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რეზექციული ართროპლასტიკა. ოპერაციიდან უკვე მეორე დღეს დობი თავისუფლად აღებს პირს და დამოუკიდებლად იღებს საკვებს.
იმის გამო, რომ ოპერაციამდე პაციენტი პირს ვერ აღებდა, ინტუბაციისთვის საჭირო გახდა დროებითი ტრაქეოსტომიის შესრულება.
ოპერაცია ჩაატარა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზია წარმატებით მართა კლინიკის ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ. ქირურგს ასისტირებას უწევდა მარი კაპანაძე.
მსგავსი სიახლეები
19 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026