აგრარული უნივერსიტეტი შეიმუშავებს ახალს და განავითარებს არსებულ სასერტიფიკატო პროგრამებს:

19 მაისი 2023

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობით შეიმუშავებს ახალს და განავითარებს არსებულ სასერტიფიკატო პროგრამებს:

• კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალ სასერტიფიკატო პროგრამაზე მიღება გამოცხადდება სექტემბერში
• შემუშავდება სურსათის ბიზნეს-ოპერატორებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ახალი სასერტიფიკატო პროგრამა
• შემუშავდება ვეტერინარის ტექნიკოსის ახალი პროფესიული პროგრამა
• განახლდება მზარეულისა და კონდიტერის არსებული სასერტიფიკატო პროგრამები და დაემატება ახალი მოდულები

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა კერძო სექტორში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით ჩაატარეს 5 ფოკუს ჯგუფი. ფოკუს-ჯგუფები გაიმართა ვეტერინარიის, ხარისხის უზრუნველყოფის, მზარეულისა და კონდიტერის სფეროების მიხედვით. ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა კერძო ორგანიზაციამ.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისათვის.

-----

The Agricultural University of Georgia and the Free University of Tbilisi, in partnership with the private sector, have started developing new and further enhancing existing skills training programs:

• Enrollment of students for Culinary and Restaurant Management Program will be announced in September
• New skills training program in Quality Assurance for Food Business Operators will be elaborated
• New skills training program of Veterinary Technician will be elaborated
• Existing skills training programs in Cooking and Pastry will be further improved

The implementation of the project is encouraged by the United States Agency for International Development (USAID), namely within the framework of the USAID-Industry-Led Skills Development Program.

Within the scope of the project, the Agricultural University together with the Free University conducted 5 focus groups to identify the private sector’s needs and challenges. Focus groups with the active involvement of the private sector representatives were held in the fields of veterinary, quality assurance, cooking and pastry. More than 20 organizations participated in the focus groups.

We would like to thank everyone for their engagement and valuable ideas.

Certificate Programs