ცხოველის კიდურის პროტეზირება, რაც პირველად გაკეთდა საქართველოში
06 ივნისი 2024
ეს არის ფისო ჰაიატი, რომელსაც 6 თვის წინ აგრარული უნივერსიტეტის კლინიკაში Veterinarium-ში ჩაუტარდა კიდურის პროტეზირება, რაც პირველად გაკეთდა საქართველოში.
ჰაიატის ჩაუტარდა უკანა კიდურის პროტეზირება ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღერძით - ITAP (Intraosseous Transcutaneous Amputation Prosthesis). პროტეზი არის ანატომიური, რაც ნიშნავს რომ კონკრეტულად ამ პაციენტისთვის არის დაბეჭდილი ტიტანისგან.
რეაბილიტაციის პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა, ჰაიატი მშვენივრად გრძნობს თავს და ახალ თათსაც კარგად იყენებს.
ოპერაცია ჩაატარა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულმა და უნივერსიტეტის კლინიკის ქირურგმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. მეორე ქირურგი იყო, ასევე, აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (ვეტერინარი-ქირურგი) გიორგი ჩიკვატია.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026