დეა გოგიშვილი Forbes Georgia-ს პროექტის 30 UNDER 30-ს მეცნიერების გამარჯვებულია
12 მაისი 2022
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, დეა გოგიშვილიForbes Georgia-ს პროექტის 30 UNDER 30-ს მეცნიერების გამარჯვებულია.
ამჟამად, დეა არის დოქტორანტი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, მარი სკლადოვსკა-კიურის კონსორციუმის მკვლევარი დემენციების ბიომარკერების განვითარების სფეროში. ის მოღვაწეობს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში, ინტეგრაციული ბიოინფორმატიკის ჯგუფში და კვლევა მოიცავს სტრუქტურულ ბიოლოგიასა და მანქანურ დასწავლას. ამ თემებთან დაკავშირებით დეა კითხულობს ლექციებს და ხელმძღვანელობს როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო თეზისებს. ერთ-ერთი პირველი კვლევა სადოქტორო პროექტიდან შეეხება ადამიანების ცილების წებოვნობას და მათ მნიშვნელობას ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის: quantifying hydrophobicity of the human proteome
სადოქტორო პროგრამამდე, დეა მაგისტრატურაზე სწავლობდა ჰოლანდიასა და შვედეთში. მისისამაგისტრო პროგრამა International Master in Innovative Medicine მოიცავდა ერთწლიან სწავლებას ჯერჰოლანდიაში, Pharmaceutical Drug Innovation - University of Groningen-ში და შემდგომ შვედეთში, Biomedicine - Uppsala University-ში. დეამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი კვლევა, რომლის თემაც იყო “Computational Methods for the Designing Novel Aromatase Inhibitors in Cancer” კემბრიჯის უნივერსიტეტში გააკეთა.
გამოქვეყნებულია დეას კვლევები, რომელთა თემები წამლების აღმოჩენას, დიზაინს, ენზიმების დეტექციის ქიმიურ ტექნიკებს მოიცავს. ამ თემებზე დეა მუშაობდა ასტრაზენეკასა და ხრონინგენის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში:
- https://onlinelibrary.wiley.com/.../10.1002/ange.202106968
- https://pubs.acs.org/doi/abs/10.1021/acsomega.1c01266
- https://link.springer.com/article/10.1186/s13321-021-00525-z
დეას ავტორობით გამოქვეყნებულია 4 peer-reviewed სტატია და წიგნის ერთ-ერთი თავი. ამჟამად, მუშაობს 3 ახალ სტატიაზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება (დეას Google Scholar:
https://scholar.google.com/citations?hl=en&user=PJeWP9gAAAAJ).
წიგნის ერთ-ერთი თავი კი შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას წამლების აღმოჩენის პროცესში: AI in medicinal chemistry.
Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი.
მსგავსი სიახლეები
01 ოქტომბერი 2024
მიხეილ ნატროშვილი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის
20 სექტემბერი 2024
ელისაბედ გელაშვილმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა
03 სექტემბერი 2024
ელიზაბედ შახ-ნაზაროვი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით
02 სექტემბერი 2024
თამარ ხატისაშვილი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის დაფინანსებით
30 აგვისტო 2024