ვეტერინარული მედიცინის სკოლის ლექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი სწავლების მეთოდებში
16 ოქტომბერი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ლექტორებს ჩაუტარდათ სწავლების მეთოდების შესახებ კომპლექსური 4-დღიანი ტრენინგი.
ტრენინგი ჩაატარეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და დეკანის მოადგილემ. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლის ფარგლებშიც ტრენერებმა მსმენელებს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება სამედიცინო უმაღლეს განათლებაში აღნიშნული მეთოდების გამოყენების შესახებ.
ტრენინგი ეხებოდა სწავლისა და სწავლების ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა:
- Objective Structured Clinical Examination (OSCE)
- Objective Structured Practical Examination (OSPE)
- Problem Based Learning (PBL)
- Case Based Learning (CBL)
სწავლების მეთოდების შესახებ კომპლექსური ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი გახდა USDA-ისა და Land O’Lakes Venture37-ის მხარდაჭერითა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანადაფინანსებითა და ორგანიზებით.
მსგავსი სიახლეები
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი ლაიმა
13 სექტემბერი 2026
ვეტერინარიულ ორთოპედიაში ახალი ერა ვეტერინარიუმში იწყება.
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
12 სექტემბერი 2026