ევგენი ბუნინი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს
08 ივნისი 2020
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების კურსდამთავრებული ევგენი ბუნინი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს.
მან Erasmus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "გარემოს დაბინძურება და ტოქსიკოლოგია" - Joint Master Degree in Environmental Contamination and Toxicology. ის 4 სემესტრის განმავლობაში ევროპის სამ უნივერსიტეტში ისწავლის: საფრანგეთის University of Bordeaux-ში, ესპანეთის University of Basque Country-სა და პორტუგალიის University of Porto-ში.
ევგენის აპლიკაციები რამოდენიმე სამაგისტრო პროგრამაზე ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა არჩევანი სწორედ ECT+ პროგრამაზე შეაჩერა. ის სპეციალიზაციას მიიღებს გარემოს დაცვის საკითხებში, კერძოდ გარემოს მიკრობიოლოგიის კუთხით LEPABE (Laboratory for Processing Engineering, Environment, Biotechnology and Energy) ლაბორატორიაში, პორტუგალიაში.
მსგავსი სიახლეები
06 ნოემბერი 2026
მარიამ ხალხელაურს კომპანია ლაქტალისმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა
20 ოქტომბერი 2026
გიორგი პაპულაშვილი სწავლას აგრძელებს Heidelberg University-ში
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026