FECAVA Student Travel Scholarship 2026
04 აგვისტო 2026
FECAVA Student Travel Scholarship 2026-ის გამარჯვებულები საქართველოდან ვეტერინარიუმის თანამშრომლები და აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტები არიან.
ევროპის კომპანიონ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციების ფედერაციამ (Federation of European Companion Animal Veterinary Associations - FECAVA) 2026 წლის Student Travel Scholarship-ის გამარჯვებულები გამოავლინა.
ეს სტუდენტური სტიპენდია ევროპის ვეტერინარული სკოლების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026-ს, რომელიც 13-15 ოქტომბერს ვარშავაში, პოლონეთში გაიმართება.
საქართველოდან სტიპენდიის გამარჯვებული სულ 2 სტუდენტი გახდა და ორივე მათგანი ვეტერინარიუმის თანამშრომელი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია:
- სალომე ბადიაშვილი
- რიჩარდ თავდგირიძე
მოპოვებულ სტიპენდიასთან ერთად, სალომესა და რიჩარდის პოლონეთში გამგზავრება და კონგრესში მონაწილეობა ფინანსურად მხარდაჭერილია ვეტერინარიუმის თანამშრომელთა ფონდის მიერაც.
მსგავსი სიახლეები
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026