გასტროსკოპია Vetina ES3-ის გამოყენებით
06 მაისი 2026
ვეტერინარიუმში ჩატარებული გასტროსკოპიის შედეგად ლაბრადორ ჯემას კუჭიდან ამოვიღეთ ტენისის ბურთი, ხოლო კორგი ბარნის კუჭიდან კი ღორის ნეკნები.
კლინიკა ვეტერინარიუმში ტარდება გასტროსკოპია თანამედროვე ვეტერინარული დრეკადი ენდოსკოპიური სისტემის - Vetina ES3-ის გამოყენებით.
გასტროსკოპია წარმოადგენს ენდოსკოპიურ დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვიზუალური შეფასება. ეს არაინვაზიური პროცედურა ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიის იდენტიფიცირებისა და დიფერენცირების მიზნით, მათ შორის:
- ეროზიული ცვლილებები
- ანთებითი პროცესები
- ნეოპლაზიური წარმონაქმნები
- უცხო სხეულის არსებობა
გასტროსკოპიას ატარებს კლინიკა ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე, რომელიც ფლობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს და ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს საკუთარ სამეცნიერო კვლევაზე.
ანესთეზიის პროცესზე იზრუნა გიორგი ლოლაძემ. კლინიკაში ანესთეზია ტარდება Veta 5 Premium სისტემის გამოყენებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას უზრუნველვყოთ პაციენტის სათანადო მონიტორინგი, ინჰალაციური ანესთეზიის ჩატარება და ფილტვების ეფექტური ვენტილაცია მართვითი სუნთქვის სისტემის მეშვეობით.
მსგავსი სიახლეები
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026