გერმანული ნაგაზის ხერხემლის მოტეხილობა
17 თებერვალი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ში გერმანულ ნაგაზს დაუდგინდა წელის მეშვიდე (L7) მალის მოტეხილობა, რაც უკანა კიდურების პროპრიოცეფციის დარღვევასა და პარაპლეგიას იწვევდა. იგი გადაადგილებას წინა კიდურების დახმარებით ცდილობდა.
10 დღის წინ მას ჩაუტარდა ხერხემლის მეტალოოსტეოსინთეზი ტრანსპედიკულარული სისტემის გამოყენებით. ოპერაცია ჩაატარა Veterinarium-ის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. მას ასისტირებდა ვეტერინარი ბარბარე ქურციკიძე, ხოლო ანესთეზიოლოგი ნათია რობაქიძე პაციენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ოპერაციის განმავლობაში.
პოსტს თან ერთვის ოპერაციის ფოტოები, ასევე ოპერაციის წინა და შემდგომი რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს მოტეხილობის სიმძიმეს ჩარევამდე და მიღწეულ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ოპერაციის შემდეგ.
პაციენტის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს, და ახლა ის უკვე უკანა კიდურების გამოყენებით გადაადგილდება.
მსგავსი სიახლეები
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი ლაიმა
13 სექტემბერი 2026
ვეტერინარიულ ორთოპედიაში ახალი ერა ვეტერინარიუმში იწყება.
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
12 სექტემბერი 2026