გიორგი ლოლაძე ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
11 ივლისი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი-ასისტენტი გიორგი ლოლაძე ესტონეთში 9-კვირიან ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის.
პროფესიული გადამზადების ეს შესაძლებლობა ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
გიორგი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის მიმართულებით გაივლის 9-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლის მოცულობაც 10 კრედიტს შეადგენს. პრაქტიკული კურსი ტარდება ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევენ მონაწილეებს, უზიარებენ ცოდნას და ხელს უწყობენ მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ფარავენ კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
მსგავსი სიახლეები
19 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026