კისრის მალების სპონდილოდეზის ოპერაცია პირველად საქართველოში ჩატარდა ვეტერინარიუმში
15 იანვარი 2025
კისრის მალების სპონდილოდეზის ოპერაცია პირველად საქართველოში ჩატარდა ვეტერინარიუმში.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში 8 წლის დობერმანს დაუდგინდა კისრის მალების სპონდილომიელოპათია (Wobbler Syndrome).
Wobbler Syndrome არის დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება დიდი და გიგანტური ჯიშის ძაღლებში, მაგალითად, დობერმანებში, როტვეილერებში, გერმანულ დოგში და სხვა. ვობლერ სინდრომის ეტიოლოგია ბოლომდე არ არის შესწავლილი და, როგორც ჩანს, მას მრავალი ფაქტორი განაპირობებს.
სიტყვა „Wobbler“ მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან wobble, რაც ნიშნავს „ბარბაცს“ ან „უთანაბრო მოძრაობას“. ეს სახელწოდება პირდაპირ აღწერს დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ სიმპტომს – ცხოველის არასტაბილურ და დაუბალანსებელ სიარულს. მდგომარეობა დაკავშირებულია კისრის მალების ანატომიურ და ფუნქციურ ცვლილებებთან, რომლებიც იწვევს ნერვულ დეფიციტს ზურგის ტვინზე გადაგვარებული დისკის კომპრესიის შედეგად.
დობერმანს ჩაუტარდა კისრის 6-7 მალების სპონდილოდეზის ოპერაცია, სადაც გამოყენებული იქნა თანამედროვე მასალები – პოლიეთერეთერკეტონის (PEEK) კისრის ქეიჯი და ტიტანის ფირფიტა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოპერაცია პირველად ჩატარდა საქართველოში ცხოველებში. ოპერაცია გააკეთა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, რომელსაც ასისტირებას უწევდა კლინიკის ვეტერინარი, ბარბარე ქურციკიძე. ანესთეზიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე კი ზრუნავდა კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნათია რობაქიძე.
ოპერაციას ესწრებოდნენ ვეტერინარიუმის ახალი თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტები არიან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი კლინიკის საგანმანათლებლო მნიშვნელობას.
დობერმანი ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს გადის.
მსგავსი სიახლეები
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
19 აპრილი 2026
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
18 აპრილი 2026