კლინიკა Veterinarium-ში შესრულებული TPLO ოპერაცია
05 აპრილი 2025
ჩვენს დიდი ხნის საყვარელ პაციენტს, სანის დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) არასრული გაწყვეტა - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ორთოპედიული პრობლემა ძაღლებში. შედეგად, მას აღენიშნებოდა მესამე ხარისხის კოჭლობა.
დაახლოებით 2 თვის წინ, სანის ჩაუტარდა დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (Tibial Plateau Levelling Osteotomy - TPLO), რომელიც მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მეთოდად წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების ქირურგიული მკურნალობისთვის.
ეს მეთოდი ითვლება საერთაშორისო ოქროს სტანდარტად და ხასიათდება მაღალი (90-95%) და ხანგრძლივი კეთილსაიმედო შედეგებით, რაც ძაღლს სრულფასოვან მოძრაობით ფუნქციებს უბრუნებს და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ამჟამად სანის რეაბილიტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. მას უკვე აღენიშნება მოძრაობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყოველდღიურ აქტივობაში.
ოპერაცია ჩატარდა კლინიკა Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარისა და ქირურგიის განყოფილების უფროსის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელმაც აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიარა სპეციალიზებული ტრენინგი ბულგარეთში, TPLO-ს მიმართულებით (Advanced TPLO – The Next Level). ქირურგის ასისტენტები იყვნენ მარი კაპანაძე და ლუკა ღლონტი.
ანესთეზიის პროცესი უსაფრთხოდ და მაღალპროფესიულად წარიმართა კლინიკის ანესთეზიოლოგის, ნათია რობაქიძის მიერ, რომელსაც ამ მიმართულებით გავლილი აქვს ტრენინგები და პრაქტიკა პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
სანის პროგრესი ძალიან გვახარებს და ვუსურვებთ მას სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026