კოკოს ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია ვეტერინარიუმში
04 მაისი 2026
ეს არის ფისო კოკო, მეტისი, რომელსაც ვეტერინარიუმში ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია გაუკეთდა.
მინიმალურად ინვაზიური მიდგომის წყალობით, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფია, პაციენტს ნაკლები ტკივილი აღენიშნება და, შესაბამისად, ინფექციისა და გართულებების რისკიც დაბალია.
ლაპაროსკოპიული ქირურგიული პროცედურა გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ის ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს, არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.
ქირურგს ასისტირებას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი, ლუკა ღლონტი.
ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება გავლილი აქვს პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
ვეტერინარიუმში ლაპაროსკოპიული პროცედურები ხორციელდება უახლესი, მაღალი ტექნოლოგიის აპარატურის Mindray UX5 4K/NIR სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 4K ფლუორესცენციული ვიზუალიზაციის ფუნქციით.
ანესთეზიისთვის კი გამოიყენება Veta 5 Premium, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პაციენტის ზუსტი მონიტორინგი, ინჰალაციური ანესთეზიის მართვა და ფილტვების ეფექტური ვენტილაცია მართვადი სუნთქვის სისტემის დახმარებით.
მსგავსი სიახლეები
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
11 სექტემბერი 2026
რატომ ვეტერინარიუმი
09 სექტემბერი 2026
ვეტერინარიუმის აგვისტოს ქირურგიული თავგადასავალი
08 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი კატა, სახელად მაია
28 აგვისტო 2026