კომპანიონი ცხოველების კბილების წმენდა ვეტერინარიუმში
13 აპრილი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმში შეგიძლიათ თქვენს კომპანიონ ცხოველებს კბილები გაუწმინდოთ.
კბილების წმენდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველის ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კბილებზე ნადებისა და ქვების დაგროვება იწვევს ღრძილების ანთებას (გინგივიტს), რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს პაროდონტიტში. ეს არა მხოლოდ ტკივილს და კბილების დაკარგვას იწვევს, არამედ ბაქტერიების სისხლში მოხვედრის შემთხვევაში, ზიანს აყენებს შინაგან ორგანოებს - გულს, ღვიძლს და თირკმელებს.
სწორედ ამიტომ, რეგულარული დენტალური პროფილაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში პირის ღრუს სანაცია აუცილებელია თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
ფისოს, სახელად მითრას, გაუკეთდა წინასაანესთეზიო ანალიზები და გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა. შედეგების გაანალიზების შემდეგ, ფისოს ჩაუტარდა პირის ღრუს სანაცია და დაინფიცირებული კბილების ექსტრაქცია. სტომატოლოგიური პროცედურები გააკეთა კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა და სტომატოლოგმა ბარბარე ქურციკიძემ, ხოლო ანესთეზია მართა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ.
მსგავსი სიახლეები
13 სექტემბერი 2026
ვეტერინარიულ ორთოპედიაში ახალი ერა ვეტერინარიუმში იწყება.
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
12 სექტემბერი 2026
მარიამ ბერიშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი
11 სექტემბერი 2026
რატომ ვეტერინარიუმი
09 სექტემბერი 2026