კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
03 ოქტომბერი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა და კარდიოლოგმა, ნათია რობაქიძემ მონაწილეობა მიიღო კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპულ კონგრესში (36th ECVIM-CA Congress 2026), რომელიც 2026 წლის 10-12 სექტემბერს ბერლინში გაიმართა.
კონგრესზე სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს უახლესი სამეცნიერო კვლევები, დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა შინაგანი მედიცინა, კარდიოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნეფროლოგია და უროლოგია, ონკოლოგია და კატების მედიცინა.
ასევე, 9 სექტემბერს ნათია დაესწრო ევროპის ვეტერინარული კარდიოლოგიის საზოგადოების წინასაკონგრესო შეხვედრას (ESVC Precongress). შეხვედრაზე განიხილეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგია და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები.
ნათია რობაქიძის ვეტერინარულ საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობისა ხარჯები სრულად დააფინანსა Animal Health Solutions-მა.
კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ecvimcongress.org/
ფოტოზე ნათია რობაქიძე პროფესორ იენს ჰეგსტრომთან (Jens Häggström) ერთადაა. ის შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (SLU) კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის პროფესორი და ESAVS-ის კარდიოლოგიის კურსების ლექტორია. პროფესორი ჰეგსტრომი ნათიას ასწავლიდა ESAVS-ის კარდიოლოგიის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ნათიამ ესპანეთში გაიარა.
მსგავსი სიახლეები
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი ლაიმა
13 სექტემბერი 2026