კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
26 სექტემბერი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის თერაპევტმა რიჩარდ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღო კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპულ კონგრესში (36th ECVIM-CA Congress 2026), რომელიც 2026 წლის 10-12 სექტემბერს ბერლინში გაიმართა.
კონგრესზე სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს უახლესი სამეცნიერო კვლევები, დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნეფროლოგია და უროლოგია, ონკოლოგია, შინაგანი მედიცინა, კარდიოლოგია და კატების მედიცინა.
ასევე, 9 სექტემბერს რიჩარდი დაესწრო ევროპის ვეტერინარული ენდოკრინოლოგიის საზოგადოების წინასაკონგრესო შეხვედრას (ESVE Precongress). შეხვედრაზე განიხილეს ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა პათოლოგია, განსაკუთრებული ყურადღება კი თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებს დაეთმო.
კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ecvimcongress.org/
მსგავსი სიახლეები
19 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026