კომპანიონი ცხოველების ვეტერინარული შინაგანი მედიცინის ევროპული კონგრესი
05 მაისი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი, რიჩარდ თავდგირიძე, 10-12 სექტემბერს, ბერლინში დაესწრება კომპანიონი ცხოველების ვეტერინარული შინაგანი მედიცინის ევროპულ კონგრესს - ECVIM-CA Congress.
კონგრესის ფარგლებში ვეტერინარიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ შინაგანი მედიცინის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, ნეფროლოგია და უროლოგია, ონკოლოგია, კარდიოლოგია და სხვა.
გარდა ამისა, ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდის მხარდაჭერით, რიჩარდი 9 სექტემბერს დაესწრება პრეკონგრეს-სესიას, რომელიც ენდოკრინოლოგიას ეძღვნება.
კონგრესი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, სადაც წარმოდგენილია უახლესი კლინიკური კვლევები, თანამედროვე დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომები.
მსგავსი სიახლეები
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026