კორნელის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი
31 მაისი 2024
აგრარული უნივერსიტეტის კლინიკას ვეტერინარიუმს ესტუმრა კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ასოცირებული დეკანი საერთაშორისო პროგრამების მიმართულებით კეროლაინ იენსი (Caroline Yancey, DVM, MPH Associate Dean of International Programs, College of Veterinary Medicine Professor of Practice, Department of Public and Ecosystem Health Cornell University).
ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ანა ლუკიანოვამ დაათვალიერებინა კლინიკა კორნელის უნივერსიტეტის წარმომადგენელს და ესაუბრა სერვისების შესახებ.
ასევე, გაიმართა შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლის წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრეს აგრარულ უნივერსიტეტსა და კორნელის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ასოცირებულ დეკანთან შეხვედრა Mayhew Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. Mayhew Georgia-ს ასევე მდებარეობს კახა ბენდუქიძის კამპუსში და მთავარი ვეტერინარია ანა მეცხვარიშვილი, რომელიც ასევე არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
Mayhew Georgia არის არაკომერციული ვეტერინარული კლინიკა, რომელიც წარმოადგენს ინგლისში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew-ს ფილიალს საქართველოში. Mayhew Georgia-ს მიზანია საქართველოში ცხოველთა პოპულაციის მენეჯმენტის საკითხების მდგრადი გადაწყვეტა საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით და ვეტერინარების კომპეტენციებისა და შესაძლებლობების განვითარება.
მსგავსი სიახლეები
19 აგვისტო 2024
ახალი საგანი - პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში
17 ივლისი 2024
ვეტერინარიუმს წავი ესტუმრა
15 ივლისი 2024
ნათია რობაქიძე გაივლის საერთაშორისო პროგრამას გულის ექოსკოპიაში
12 ივლისი 2024
ანა ლუკიანოვა გაივლის საერთაშორისო პროგრამას ექოსკოპიის მიმართულებით
08 ივლისი 2024