KYON-ის ქირურგიული ინსტრუმენტების ინოვაციური სისტემა Veterinarium-ში
13 ოქტომბერი 2025
Veterinarium-ში მალე ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიული კომპანიის, KYON-ის ქირურგიული ინსტრუმენტების ინოვაციური სისტემა, რომელიც შექმნილია და გამოიყენება წამყვანი ვეტერინარი ორთოპედი ქირურგების მიერ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
ამ ქირურგიული ინსტრუმენტების საშუალებით შესაძლებელი გახდება ციურიხის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების უცემენტო იმპლანტების სისტემის (Zurich Cementless Total Hip Replacement) გამოყენებით მაღალი ხარისხის პროთეზირების განხორციელება საქართველოში. არსებული იმპლანტების შორის სწორედ ამ სისტემამ მოიპოვა ფართო კლინიკური გამოყენება თავისი ინოვაციური დიზაინის, ბიოშეთავსებადი მასალების გამოყენების და ძვლის ქსოვილის პროთეზში ჩაზრდის გრძელვადიანი შესაძლებლობის წყალობით.
მისი დანერგვის შემდეგ, Veterinarium იქნება ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში, სადაც შესაძლებელი იქნება Zurich Cementless Total Hip Replacement ოპერაციის ჩატარება.
იმისათვის, რომ ამ ორთოპედიული ქირურგიული ინსტრუმენტებისა და ინოვაციური იმპლანტების შეძენის უფლება მოგვეპოვებინა, Veterinarium-ის ქირურგიის განყოფილების უფროსმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ უკვე წარმატებით გაიარა KYON-ის საგანმანათლებლო პროგრამის ორი საფეხური. საბოლოო, მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი სისტემა სრულად დაინერგება ჩვენს კლინიკაში.
KYON-ის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების უცემენტო სისტემის დანერგვა ვეტერინარულ ქირუგიას საქართველოში გავითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მსგავსი სიახლეები
13 ივლისი 2026
ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
11 ივლისი 2026
გიორგი ლოლაძე ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
10 ივლისი 2026
ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა იორკშირელ ტერიერში
07 ივლისი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე ალდო ვეცონის კლინიკაში
06 ივლისი 2026