ლაშა-გიორგი ჯაფარიძე დაესწრო Advanced TPLO – The Next Level-ის ტრენინგს ბულგარეთში
21 მაისი 2024
აგრარული უნივერსიტეტის კლინიკის Veterinarium-ის ორთოპედ-ტრავმატოლოგმა და ნეიროქირურგმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში - Advanced TPLO – The Next Level. ტრენინგი ჩატარდა სოფიაში, ბულგარეთში.
სატრენინგო კურსი განკუთვნილი იყო ვეტერინარი ქირურგებისთვის, რომლებიც გამოცდილი არიან დიდი წვივის რადიალური ოსტეოტომიით (TPLO) ჯვარედინი იოგის მკურნალობაში და სურთ თავისი უნარების განვითარება.
სატრენინგო კურსი ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები:
- ჯვარედინი იოგის გაწყვეტასთან ერთად მოდიფიცირებული Advanced TPLO მეთოდით კვირისტავის მედიალური ან ლატერალური ამოვარდნილობის კორექცია
- დიდი წვივის დეფორმაციების კორექცია: ტორსიული, ვალგუსური (double cut TPLO) და ვარუსული დეფორმაციები
- უკიდურესად მაღალი დიდი წვივის პლატოს კუთხის (excessive TPA) კორექცია TPLO და კრანიალური სოლისებური ძვალკვეთის მეთოდით (CCWO) კომბინაციით
- TPLO-ს გართულებების მართვა (იმპლანტის ინფიცირება, იმპლანტის გატეხვა, ძვლის მოტეხილობები ოპერაციის შემდეგ)
ტრენინგში მონაწილეობის ხარჯები დაფარა საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/btxAG
გარდა ამისა, ლაშა-გიორგიმ 1-კვირიანი პრაქტიკა გაიარა სოფიაში, ვეტერინარულ კლინიკაში Ortoclinica, რომელიც სატრენინგო კურსის ერთ-ერთი ლექტორის, Vladislav Zlatinov-ის კლინიკაა. კლინიკაში ის ესწრებოდა ტრავმა/ორთოპედიულ (TPLO, დეფორმაციების კორექცია, პროტეზორება, ართროსკოპია, მოტეხილობების ოსტეოსინთეზი) და ნეიროქირურგიულ (თავის ტვინისა და ხერხემლის) ოპერაციებს.
მსგავსი სიახლეები
09 მარტი 2026
ნათია რობაქიძემ მონაწილეობა მიიღო ვეტერინარულ კარდიოლოგიურ მასტერკლასში
05 მარტი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმი აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
03 მარტი 2026
სომხეთიდან ვეტერინარიუმში პაციენტი ჩამოიყვანეს რთული ოპერაციის გასაკეთებლად.
23 თებერვალი 2026
არარეგენერაციული, იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის დიაგნოზი კატაში
15 თებერვალი 2026