ლაშა-გიორგი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს ვეტერინარიუმის მიმართულებებს
22 დეკემბერი 2025
ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე დღეიდან უხელმძღვანელებს კლინიკის ქირურგიულ, თერაპიულ, რადიოლოგიურ და ლაბორატორიულ მიმართულებებს.
ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრი და ამჟამად მუშაობს საკუთარ სადოქტორო კვლევაზე. გარდა ამისა, ლაშა-გიორგი სხვადასხვა მიმართულებით კითხულობს ლექციებს მხოლოდ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა ვეტერინარული მედიცინის სკოლის არაერთი საგნის რეფორმირების პროცესში.
ლაშა-გიორგი ჯაფარიძესთან ერთად, კლინიკის მმართველობით საკითხებში ჩართულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი, ნათია სამუშია.
ამჟამად კლინიკა მუშაობს ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევითი სერვისების დანერგვაზე.