ლიზა როგავა კლინიკურ პრაქტიკას ვეტერინარიუმში გადის
28 ივლისი 2025
გაიცანით ჩვენი სტაჟიორი ლიზა როგავა, რომელიც კლინიკურ პრაქტიკას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში გადის.
ლიზა ბუდაპეშტის ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და საზაფხულო არდადეგების პერიოდში მან ჩვენს კლინიკაში მოინდომა პრაქტიკის გავლა.
თავისი სურვილის შესახებ ლიზამ იმეილი მიწერა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორს, ნათია სამუშიას:
“დიდი ხანია თვალს ვადევნებ თქვენი კლინიკის საქმიანობას და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ უდგებით საქმეს, როგორც პროფესიონალიზმით, ასევე მუდმივი განვითარებით. ჩემთვის დიდი მოტივაციაა თქვენი გუნდის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები და ცხოველთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიდგომა.”
მან ჩვენთან მუშაობა ივლისიდან დაიწყო და უკვე გამოავლინა დიდი გულისხმიერება და პასუხისმგებლობა როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე პროფესიული ცოდნის გაღრმავების პროცესში.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026